თქვენს ანგარიშზე არსებული თითოეული სატრანსპორტო საშუალებისთვის საჭიროა, სარეგისტრაციო დოკუმენტის ორივე მხარე წარმოადგინოთ. დასადასტურებლად, საბუთს უნდა ჰქონდეს:
- VIN
- სარეგისტრაციო ნომერი,
- ტექდათვალიერების მოქმედების ვადა.
რეგისტრაციის ორივე მხარის გადაცემული სურათები უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. გახსოვდეთ, რომ სურათზე დოკუმენტის ოთხივე კუთხე უნდა ჩანდეს.
თუ სატრანსპორტო საშუალება ცოტა ხნის წინ შეიძინეთ, შეგიძლიათ დაურთოთ რეგისტრაციის დროებითი მოწმობა და მუდმივი დამადასტურებელი მოწმობის მიღების შემდეგ, განაახლოთ ანგარიშის მონაცემები. გაითვალისწინეთ, რომ მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზნით ვერ მივიღებთ სანომრე ნიშნის სურათებს, სარეგისტრაციო განაცხადებს ან შეტყობინებებს.