თუ Uber Eats-თან თანამშრომლობთ ქალაქში, სადაც არ არის ადგილობრივი Greenlight Hub და მიტანის ჩანთა უკვე გაქვთ, გთხოვთ, დაასრულოთ აქტივაციის პროცესი ჩანთის კარგი ხარისხის ფოტოს გაგზავნით.
სურათის გაგზავნამდე დარწმუნდით, რომ:
1. ყველა საჭირო საბუთი დაემატა თქვენს ანგარიშს
2. თქვენს ანგარიშს დაემატა სატრანსპორტო საშუალება(ები), რომლებსაც მიტანის შესასრულებლად გამოიყენებთ
თქვენი ანგარიში ასევე უნდა იყოს დაკავშირებული ავტოპარკის მფლობელი პარტნიორის ანგარიშთან, თუ არ გაქვთ საკუთარი ბიზნესი.
თუ ზემოაღნიშნულ პუნქტებს ჩვენთან დაკავშირებამდე არ გაითვალისწინებთ, ანგარიშის გააქტიურებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.